ავიაკომპანიები, რომლებიც თვითმფრინავში ნაჭრის ნიღბის ტარებას კრძალავენ

პანდემიის პირობებში, თვითმფრინავში ნიღბის ტარება ჩვეულ მოვლენად იქცა, თუმცა არიან ავიაკომპანიები, რომლებიც ქსოვილის ნიღბის გამოყენებას კრძალავენ.

ამ კვირაში, Finnair-მა აკრძალა ქსოვილის ნიღბის გამოყენება ბორტზე და მხოლოდ სამედიცინო რესპირატორის დაშვების უფლებას იძლევა (N95, FFP2/FFP3).

„ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება არის ჩვენი პირველი პრიორიტეტი. ქსოვილის ნიღბები ნაკლებად ეფექტურია ადამიანების დასაცავად, ვიდრე სამედიცინო ნიღბები", - წერს კომპანია განცხადებაში.

Finnair არ არის ერთადერთი, რომელიც ასეთი ნიღბების გამოყენებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

ამ აკრძალვის გათვალისწინება Air France-სა და Lufthansa-ს მგზავრებსაც მოუწევთ.

ავიახაზების ამ ჩამონათალს LATAM Airlines-იც შეუერთდა, რომელიც ჩილეში ოპერირებს.