ისრაელი კოვიდინფექციის გავრცელების გამო სამი წლის ბავშვებისთვის შეზღუდვებს აწესებს. იტყობინება BBC. მათი ტესტები დაფინანსდება მთავრობის მიერ, ვაქცინაციის უფლება კი ჯერჯერობით არ აქვთ.
ისრაელი მოითხოვს ვაქცინაციის მტკიცებულების ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას შიდა სივრცეებში შესასვლელად, რადგან ინფექცია სწრაფად ვრცელდება. ეს წესი მოქმედებს მხოლოდ 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც უფლება აქვთ, ჩაიტარონ ვაქცინაცია.
ახლა კი ტესტირება შეეხებათ სამიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ამასთან, ახალი ზომა საჭიროა მაღაზიებში ან სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად.
რესტორნები, კაფეები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზი და აუზები იმ ადგილებს შორისაა, რომლებთაც ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი აქვთ.
ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, თუ ვითარება არ გაუმჯობესდა, ქვეყანა ჩაკეტვის საფრთხის წინაშე დადგება.
ივნისის ბოლოდან ისრაელში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა. გავრცელებას „დელტა“ ვარიანტს უკავშირებენ.
ისრაელმა დაიწყო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზით ვაქცინაცია 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის და მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ჯერჯერობით, დაახლოებით 1.1 მილიონმა ადამიანმა მიიღო ე.წ. გამაძლიერებელი დოზა.
მათ, ვისაც ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში, არ მიუღია ე.წ ბუსტერ დოზა.