ამირან გამყრელიძე: კოროვირუსით შარშან ერთი, წელს კი 8 ორსული გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების შემთხევევებმა ქვეყანაში მოიმატა და წელს 8 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ მან მედია ონლაინ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მე-9 შემთვევის შესწავლა.

„ეს უზარმაზარი პრობლემაა, სამწუხაროდ ეს პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში, დედათა სიკვდილანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პირობებში სამწუხაროდ მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა , ჩვენ შარშან გვქონდა 1 შემთხვევა, წელს გვაქვს 8 დადასტურებული და მე-9 შესწვალის სტადიაშია",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.