ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით მოსკოვშია.
საერთაშორისო მედია წერს, რომ პუტინი და მერკელი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის იქნება პანდემიასთან ბრძოლა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მდგომარეობა, ბელარუსისა და ავღანეთის თემა. გერმანიის მთავრობის აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს მერკელი ასევე ისაუბრებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე. ბერლინში სურთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით გაგრძელდეს.
„მაშინაც კი, თუ ჩვენ გვაქვს დიდი უთანხმოება, ვსაუბრობთ ერთმანეთთან და ეს ასეც უნდა დარჩეს”, - უთხრა მერკელმა პუტინს პუტინს მოლაპარაკებების დაწყებამდე.
მერკელი და პუტინი ბოლოს პირისპირ 2020 წლის 11 იანვარს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის რანგში მერკელისთვის ეს ბოლო ვიზიტი იქნება მოსკოვში.