BBC-ის ცნობით, ხუთი დღის შემდეგ, ჰაიტიზე, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 2 189-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 12 200-ს გადააჭარბა. ასობით ადამიანი კი დაკარგულია.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკის უღარიბეს ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო და სანიტარული დახმარება და საკვებით მომარაგება.
"ჩვენ ვემზადებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კატასტროფისათვის. სანიტარული მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია ... ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არ გვექნება ქოლერის ეპიდემია", - აცხადებს ჰაიტის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენელი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის გამო 53,000 სახლი მთლიანად განადგურდა, ხოლო 77,000 -ზე მეტი დაზიანდა.
ცნობისთვის, ჰაიტიზე, 14 აგვისტოს მოხდა.