საბერძნეთმა, ავღანელი მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთის საზღვართან 40-კილომეტრიანი ბარიერი აღმართა

საბერძნეთმა ავღანელი მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთის საზღვართან 40-კილომეტრიანი ბარიერი აღმართა დასათვალთვალო სისტემა დაამონტაჟა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ჩვენ არ შეგვიძლია პასიურად დაველოდოთ შესაძლო შედეგს. ჩვენი საზღვრები დაურღვეველი დარჩება", - განაცხადა საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა.

მანამდე თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, აიღონ პასუხისმგებლობა ავღანელ მიგრანტებზე.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან წასული ადამიანების მკვეთრი ზრდა შეიძლება "სერიოზული გამოწვევა იყოს ყველასთვის".

"მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალია, თუკი აუცილებელი ზომები არ მიიღება ავღანეთსა და ირანში", - განაცხადა ერდოღანმა.