Euronews-ი: ესპანეთი დისტანციურად მომუშავეებისთვის ციფრული ვიზის გაცემას იწყებს

კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციურად მომუშავე ადამიანების მკვეთრ ზრდასთან ერთად, ესპანეთი გეგმავს ციფრული ვიზის შემოღებას, რომელიც საშუალებას ესპანეთში იცხოვროთ და და იმუშაოთ მოგცემთ მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში. ამისშესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, "სტარტაპერებს" შეიძლება საგადასახადო შეღავათები დაუწესდეთ, რათა ახალგაზრდა მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და საკუთარი პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანის სტიმული ჰქონდეთ.

როგორც Euronews-ი წერს, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც სოფლებში სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამომ, მოსახლეობის მასობრივი გადინება დაიწყო.

ინიციატივას ესპანეთის 30 ქალაქი და სოფელი შეუერთდა და მათი ნახვა სპეციალური ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. მათ ყველას 5000-ზე ნაკლები მოსახლე ჰყავთ, შესაბამისად, სურთ ახალი მოსახლეობის მოზიდვა.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს, მასპინძლის დახვედრას, რომელიც სტუმარს ადგილობრივების ადათ-წესებს და ტრადიციებს გააცნობს. რაც შეეხება საშუალო ხარჯს, ესპანეთის სოფელში ცხოვრებისა და დისტანციურად მუშაობის დროს საშუალოდ 200-300 ევროა ევროა საჭირო.