ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4901 ადამიანს დაუდასტურდა, 2589 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 74 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 510941 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 442956, გარდაიცვალა 6723 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.95% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.97%.
ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930, აჭარა - 602, იმერეთი - 638 ქვემო ქართლი - 249, შიდა ქართლი - 272, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 298, კახეთი - 471, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 61 236, საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 192, აჭარაში - 927, იმერეთში - 1 108.
მძიმე პაციენტი: 1 510 , მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 146, იმერეთში - 345.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 329, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 26, იმერეთში - 20.
3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 - თბილისში, 1 254 - აჭარაში. 50 464 ინფიცირებული მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 69, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 086 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 563 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 458, პირი, აჭარაში - 8 205, იმერეთში - 4 848