21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 938 705-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.2%
სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9.7%
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 28 555-მა ადამიანმა გაიკეთა.