მექსიკას ქარიშხალი "გრეისი" უახლოვდება

მექსიკას ქარიშხალი "გრეისი" უახლოვდება.

აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის (NHC) განცხადებით, "გრეისის" სიჩქარე 195 კილომეტრია საათში და მას მესამე კატეგორია მიანიჭა. მათივე ცნობით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, რაც სავარაუდოდ, გამოიწვევ წყალდიდობას.

"ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას, იყვნენ ძალიან ფხიზლად", - თქვა მექსიკის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

მექსიკის პრეზიდენტმა ქვეყნის ხუთი შტატის მოსახლეობას თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქარიშხლის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო თავდაცვის ძალებიდან ათასობით ადამიანი, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო-საზღვაო-ფლოტი და ელექტროენერგიის სახელმწიფო ფედერალური კომისია მზადყოფნის რეჟიმშია გადასული.