დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი "თალიბანთან" ერთად იმუშავებს.
"ავღანეთისთვის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიმართულებით დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, "თალიბანთან" მუშაობა, გაგრძელდება", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ჯონსონის თქმით, სიტუაცია ქაბულის აეროპორტში, სადაც ათასობით სასოწარკვეთილი ავღანელი შეიკრიბა, ქვეყნის დატოვების მიზნით, "ოდნავ უკეთესდება".
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, გასული შაბათიდან 1 615 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყვეს, მათ შორის 402 ავღანელი იყო.