მედია:  შესაძლოა, FDA-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია 23 აგვისტოს მიანიჭოს

შესაძლოა, აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) ორონავირუსის საწინაარმდეგო Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია ორშაბათს, 23 აგვისტოს მიანიჭოს, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ავტორიზაციის მინიჭება, სავარაუდოდ, გაზრდის ვაქცინაზე მოთხოვნას, როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ელოდნენ მარეგულირებლის საბოლოოს გადაწყვეტილებას.

ფედერალური და სახელმწიფო ჯანდაცვის ოფიციალური პირები ასევე იმედოვნებენ, რომ დამტკიცებული ვაქცინა დააინტერესებს ზოგიერთ ამერიკელს, რომლებიც ყოყმანობდნენ, გაეკეთებინათ ის, რაც ნებადართული იყო მხოლოდ გადაუდებელი გამოყენებისთვის.

შეგახსენებთ, რომ Prizer-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცეს.