ფეხბურთის ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - წერს BBC, მედიის ცნობით, მარადონა საკუთარ სახლში, ბუენოს აირესში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნოემბრის დასაწყისში მარადონას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს და სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.
ფიფას გამოკითხვით, დიეგო მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია.
მარადონა არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო, როდესაც 1986 წელს მსოფლიო თასი მოიგო.