ჩრდილოეთ კორეელებს კიმ ჩენ ინის წონაზე საუბარი აუკრძალეს.
მედია წერს, რომ „ჭორაობა“ მთავრობის მხრიდან რეაქციას გამოიწვევს, თუმცა ჯერ უცნობია, რა სანქციაზეა საუბარი.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ ჭორების გავრცელებას ღალატად მიიჩნევს და უკვე დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, თუ საიდან გავრცელდა ეს ხმები.
მთავრობის განცხადებით, კიმ ჩენ ინი სრულიად ჯანმრთელია და მისი წონის მკვეთრი დაკლება პანდემიის ფონზე საკვების დეფიციტის გამო „მის საყვარელი ხალხზე“ ნერვიულობას უკავშირდება.
რამდენიმე კვირის წინ, Reuters-ი წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის წონაში მკვეთრი დაკლების გამო, ქვეყნის მოსახლეობა შეშფოთებულია, ფხენიანის ერთ-ერთმა მოქალაქემ კი სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ყველა მოქალაქე „დარდით გულმოკლულია“.
საზოგადოების მხრიდან ეს იშვიათი კომენტარი უცხოელი ანალიტიკოსების შენიშვნას მოჰყვა, რომ ივნისის დასაწყისში ავტოკრატმა ლიდერმა წონა მკვეთრად დაკარგა.