გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. როგორც ცნობილია, მაშველებმა ის უგონო მდგომარეობაში მყოფი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.