რუსეთმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს სანქციები დაუწესა

რუსეთმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას და ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვს სანქციები დაუწესა.

როგორც ცნობილია, სანქციებულთა სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები, ადამიანის უფლებათა კომისარი ლიუდმილა დენისოვა, და ანგარიშების პალატის თავმჯდომარე ვალერი პაცკანი და დნეპრისპირეთის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.

სულ სანქცირებულტა სიას 73 ადამიანი დაემატა სიას. სიაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა 849 -დან 922 -მდე გაიზარდა. სია ბოლოს გასული წლის დეკემბერში გაფართოვდა.

სანქციების დაწესებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე გამოეხმაურა.

"რუსეთი დამემუქრა, რომ ყირიმის პლატფორმისთვის სამაგიეროს გადამიხდიდა. გადამიხადა, მაგრამ ეს ჩვენ არ გაგავჩერებს. ყირიმი უკრაინაა". - წერს კულება.