Reuters: როდის გახდება COVID-19-ის ვაქცინები ხელმისაწვდომი

როდის და როგორ გახდება COVID-19-ის ვაქცინები ხელმისაწვდომი? ამ შინაარსის სტატიას Reuters-ი აქვეყნებს.

კომპანიებმა Pfizer- მა, Moderna- მ და AstraZeneca- მ უკვე დაიწყეს ვაქცინების წარმოება. COVAX- მა, პროგრამამ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და GAVI-ს ვაქცინების ჯგუფი ხელმძღვანელობს, 2 მილიარდი დოლარი გამოყო ათობით ღარიბ ქვეყანაში ვაქცინების შესაძენად და განაწილებისთვის.

ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, კანადა და ავსტრალია ვაქცინების რეგულირების სწრაფ პროცესებს აწარმოებენ. ევროკავშირის წამლების მარეგულირებელი კომპანიის თანახმად, ვაქცინა დეკემბერში გვექნება, პირველად კი მას სავარაუდოდ ხანდახზმულები და მოხუცები მიიღებენ. იტალია მომავალი წლის დასაწყისში Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca-ს ინექციის პირველ დოზებს ელოდება.

კოვაქსი საწყის ეტაპზე გეგმავს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის 3%-ს ვაქცინაციას, ხოლო ბოლო ეტაპზე ეს ციფრი 20%-მდე გაიზრდება. კოვაქსმა დროებითი ხელშეკრულება დადო AstraZeneca-ს თან, მათი ვაქცინა არ საჭიროებს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვას, განსხვავებით Pfizer-ის გან. მოსალოდნელია, რომ 2021 წლისთვის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა და აფრიკამ პრეპარატი დაბალ ფასში, ან უფასოდაც კი მიიღონ.