ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ავღანეთში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
„ჩემ კოლეგა ბლინკენთან ავღანეთში შექმნილი ვითარება განვიხილე. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციაზე. ასევე ვქმნით საერთაშორისო სტრატეგიას ტერორიზმთან ბრძოლის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – დაწერა რააბმა Twitter-ზე.
ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.