ღაზას სექტორის საზღვართან საპროტესტო აქციის დროს ისრაელელ ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად სულ მცირე 41 პალესტინელი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
„ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა, რომლებიც წინასწარ იყვნენ მომზადებული, გამოიყენეს აქციის დაშლის მეთოდები“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციაში.
მანამდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ლტოლვილთა ბანაკთან საპროტესტო აქცია მოაწყეს, რომლის საპასუხოდ ისრაელის ხელისუფლება ადგილზე სამხედრო დანაყოფები გაგზავნა.