საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 10% სრულად ვაქცინირებულია

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23 303-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 962 165 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 10%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 514 744 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 448 288, გარდაიცვალა 6 771 პაციენტი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 803 ადამიანს დაუდასტურდა, 5 332 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.