BBC: ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება

BBC აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთში ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება.

აეროპორტი იკეტება იმისთვის, რომ მათი ევაკუაცია განხორციელდეს, ვინც უკვე აეროპორტის ტერიტორიაზეა.

აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქაბულის აეროპორტში დროებით არ მივიდნენ.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.