ქალმა ავღანეთიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავში იმშობიარა

ქალმა ავღანეთიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავში იმშობიარა.

როგორც ცნობილია, მან გერმანიაში სამხედრო ბაზაზე თვითმფრინავის დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე იმშობიარა. ინფორმაციას პენტაგონი Twitter-ზე ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, ქალსა და მისი ოჯახის წევრებს რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაშვების შემდეგ, სამედიცინო დახმარება გაუწიეს.