ამირან გამყრელიძე: ბოლო 2 კვირის მონაცემებით, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის რიცხვით, პირველ სამეულში ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის მონაცემებით საქართველო 100 000 მოსახლეზე ინფიცირებული მოსახლეობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლით, პირველ სამეულში შედის. ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"საკმაოდ წითელ ზონაში ვართ და საკმაოდ მაღლა ვართ. საერთო მონაცემებს თუ ავიღებთ, რამდენია ინფიცირებული 100 ათას მოსახლეზე, 1 მილიონ მოსახლეზე, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ამით ვართ სადღაც პირველ ოცეულში. მაგრამ, ბოლო 1 ან ბოლო 2 კვირის მონაცემებს თუ აიღებთ 100 ათას მოსახლეზე, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის რიცხვით, სამწუხაროდ, ვართ პირველ სამეულში,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 803 ადამიანს დაუდასტურდა, 5 332 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.