პოლიცია, თბილისში დაკარგულ მამაკაცს, ამირან გაფრინდაშვილს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულმამაკაცს ეძებს. თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში,ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონოკომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაცმასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისგლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში მამაკაცისგაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შევიდა.ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაცთავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეტყობინების მიღებისთანავედაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებოღონისძიებები. მამაკაცის გაუჩინარების ფაქტის შესახებ მთელი საქართველოსმასშტაბით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისიდანაყოფი, ასევე, სხვადასხვა სამსახური. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობითპირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისიმოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთანდაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ან აცნობონ პოლიციისუახლოეს განყოფილებას.