დიდი შვიდეულის ლიდერები ავღანეთის საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებები ონლაინფორმატში 24 აგვისტოს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ავრცელებს.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად იმუშაოს ავღანეთიდან უსაფრთხო ევაკუაციის, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებისა და ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად, რათა ბოლო 20 წლის მიღწევები განმტკიცდეს“, – წერს ჯონსონი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.