ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით, აშშ-ში წყალდიდობას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ABC-ის ცნობით, უხვი ნალექის გამო, ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა მანქანები წაიღო და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
წყალდიდობის შედეგად მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეფერხებით მუშაობს მობილური სატელეფონო კავშირი. ჩახერგილია ავტომაგისტრალები.
წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.