ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ დღეს 23:00 საათიდან კოვიდვაქცინაციის სარეგისტრაციო საიტი რამდენიმე საათით შეფერხებით იმუშავებს.
,,გაცნობებთ, რომ 23 აგვისტოს 23:00 საათიდან 24 აგვისტოს 02:00 საათამდე წინასწარ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდი და ელექტრონული სისტემები (moh.gov.ge; booking.moh.gov.ge და სხვა) იმუშავებს შეფერხებით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა.
ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.