თბილისში, კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 3 კვირის ჩვილი მოათავსეს. ამის შესახებ Europetime-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჩვილის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ჩხაიძე ამბობს, ის სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა შემოყვანისთანავე მძიმე იყო.

,,გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. შემოყვანისას მისი მდგომარეობა მძიმე იყო. დაწყებული იყო სეფსისი. ასევე აღენიშნება გულის მანკი, დაუნის სინდრომი. ამჟამად აპარატზეა", - ამბობს ჩხაიძე.

ჩხაიძის თქმით, უცნობია, რომელი შტამით არის ინფიცირებული ჩვილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში დომინანტური შტამი ე.წ. ინდური ვარიანტია, სავარაუდოდ, სწორედ ამ შტამს უკავშირდება ჩვილის ინფიცირება.

,,არ ვიცით რომელიც შტამია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ინფიცირების 60% დელტა შტამს უკავშირდება, სავარაუდოა, რომ ეს შტამი იყო, თუმცა ბრიტანული თუ ინდური ვარიანტების შემთხვევაშიც მკურნალობა ერთნაირად მიმდინარეობს", - ამბობს კლინიკის სამედიცინო დირექტორი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.