პარლამენტის თავმჯდომარე კოვიდვაქცინით აიცრა

ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ამ რთულ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აიცრა, სოციალურ ქსელში წერს.

კახა კუჭავას თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

"ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მინდა მადლობა ვუთხრა ექიმებს, სამედიცინო სფეროს თითოეულ წარმომადგენელს თავდაუზოგავი შრომისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ამ რთულ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა.

ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.