საქართველოში, მიმდინარე კვირას იმსჯელებენ, რომელი ჯგუფი უნდა აიცრას მესამე დოზით.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილება მსოფლიოს პროტოკოლებში უკვე შევიდა.
„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება.
რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა.
ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.
ამავე თემაზე:
ექსკლუზიური ინტერვიუ: კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, როცა ამის შესაძლებლობა იქნება