გერმანიის არმიამ განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტის ჩრდილოეთ კარიბჭესთან სროლის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრი დაიღუპა. იტყობინება BBC.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტში ავღანელ მესაზღვრეებთან ერთად მონაწილეობდნენ ამერიკელი და გერმანელი სამხედროები, დაშავებულია სამი ავღანელი.
უცნობია, ვინ დაიწყო დაპირისპირება. გერმანელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ სამი ავღანელი „უცნობი თავდამსხმელებისგან“ დაზიანდა.
„ითვლება, რომ ავღანეთის ძალები არიან არმიის კონტინგენტის ნაწილი, რომლებიც საერთაშორისო ძალებს ეხმარებოდნენ და უარს ამბობდნენ „თალიბანისთვის“ ჩაბარებაზე.
21 აგვისტოს, აშშ-მ ურჩია თავის მოქალაქეებს, თავი აარიდონ ტერიტორიას პოტენციური ტერორისტული საფრთხეების გამო.
ამავე თემაზე
ჯო ბაიდენი: ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან 33 000 ადამიანი გაიყვანა