ტაივანის პრეზიდენტი ადგილობრივი კოვივაქცინით საჯაროდ აიცრა

ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი ადგილობრივი ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

ჯანდაცვის სამინისტრომ Medigen Vaccine Biologics-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის გასულ თვეს დაამტკიცა, რადგან გლობალური წამლის მწარმოებელი კომპანიების ვაქცინის მიწოდების შეფერხება ბევრ ქვეყანას შეეხო.

ცაი ინ-ვენმა, რომელმაც უარი თქვა Moderna-ს და Astrazeneca-ს ვაქცინით აცრაზე, ნდობის ნიშნად ადგილობრივი წარმოების ვაქცინით აიცრა.

Medigen-ის ვაქცინაზე ჯერჯერობით 700,000 -ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. აცრებს შორის ინტერვალი 28 დღეა.

Medigen, რომლის ჩინური სახელწოდება ითარგმნება როგორც „მაღალი დონის“, უარყოფს პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ მისი ვაქცინა ან სახიფათოა, ან ბაზარზე გაგზავნილია ნაჩქარევად. კომპანია აცხადებს, რომ მისი ვაქცინა ეფექტიანია და გამოცდილი.

ცილის შემცველი რეკომბინანტული ვაქცინა შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით შეიქმნა. მთავრობამ საწყისი 5 მილიონი დოზა შეუკვეთა.

ტაივანში Astrazeneca-ს და Moderna-ს ვაქცინების მინიმუმ ორი დოზა 40 პროცენტს აქვს გაკეთებული, თუმცა სრულად ვაქცინირებული 5 პროცენტზე ნაკლებია.

ქვეყანამ 10 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზა მიიღო, ივლისში Moderna-ს კიდევ 36 მილიონი დოზა კი შეუკვეთა.