ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
დიეგო მარადონა 26 ნოემბერს 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.