ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე კოვიდვაქცინით აიცრა

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჩაიტარა.

,,მე და ჩემმა ოჯახმა გავიკეთეთ ვაქცინაცია. ყველას მოვუწოდებ, რომ გაიკეთოს აცრა. დავუჯეროთ ჩვენს მედიკოსებს და გავითვალისწინოთ", - განაცხადა ტალახაძემ.

დღესვე ვაქინაციის პროცესში ჩაერთო ასევე ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა.

ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.