გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესის დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება.
,,23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. 25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება. ქ. თბილისში 23-24 აგვისტოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 25-26 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.