უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თავისუფლების ორდენი გადასცა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მისი მიხედვით, მერკელი დაჯილდოვებულია უკრაინა-გერმანიის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის.
22 აგვისტოს, კიევში მყოფმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ყირიმის პლატფორმის სამიტის წინ კიევში მისი ვიზიტის თარიღი მოტივირებულია ორმხრივ ფორმატში მეტი საკითხის განხილვის სურვილით და არ არის დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობებთან.
„ყირიმის პლატფორმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სამწუხაროდ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ შეძლებენ ჩამოსვლას [ყირიმის პლატფორმის სამიტზე], რადგან ავღანეთში სიტუაცია ძალიან რთულია ... ჩვენი ეკონომიკურ საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრი ჩამოვა და გაიმართება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ენერგეტიკულ პოლიტიკაზე ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, ” - თქვა მერკელმა.
რატომ არ იღებს თავად მონაწილეობას ამ სამიტში და ხომ არ უკავშირდება ეს რუსეთის პოზიციის გათვალისწინებას, ამ კითხვით მიმართა მას ჟურნალისტმა.
„მე ნათლად განვაცხადე, რომ ჩვენ მიგვაჩნია ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევად და არაფერი შეცვლილა. ჩემი ვიზიტის მიზეზი, რომელიც ყირიმის პლატფორმის წინ იმართება, იყო მინსკის შეთანხმებებისა და ნორმანდიის ფორმატის განხილვა“, - თქვა გერმანიის კანცლერმა.
მანამდე ის რუსეთში იმყოფებოდა.
ამავე თემაზე:
რა საკითხები განიხილეს გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას