„თალიბანის“ თხოვნის საფუძველზე, ირანმა ავღანეთში საწვავის ექსპორტი განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
გასულ კვირას, ავღანეთში ერთი ტონა საწვავის ფასმა 900 დოლარს მიაღწია.
ფასების მატების შესაკავებლად, თალიბებმა ირანის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, მოვაჭრეებისთვის საზღვრები ღია დაეტოვებინა.
„თალიბანმა“ ირანს შეტყობინება გამოუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „შეგიძლიათ გააგრძელოთ ნავთობპროდუქტების ექსპორტი“, - განაცხადეს ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა კავშირში.