აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.
Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მსგავსი სტატუსი მიიღო მარეგულირებლისგან.
აქამდე Pfizer-ის ვაქცინას საგანგებოდ გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.
ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინის 204 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა.