პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალების მიზეზებს სწავლობენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე მოკვლევა მიმდინარეობს.

იმნაძის განმარტებით, საუბარია ვაქცინირებულთა გარდაცვალების ორი შემთხვევის შესახებ. მისი თქმით, "100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს".

"ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკლევა. ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს", - აცხადებს პაატა იმნაძე.

ცნობისთვის, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60.

ჯანდაცვის მინისტრი: კოვიდვაქცინით ორჯერ აცრილის გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეს არის 0,001%