თსუ-ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის აკადემიკოსი, ვირუსოლოგი ბორის კორსანტია 25 ნოემბერს 78 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
"სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი კოლეგა შეიწირა ვირუსმა. დღეს მან საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ბორის კორსანტია შეიწირა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში.
ბორის კორსანტია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეხება ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მას გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია.
25 ნოემბერს აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე დაიღუპა. იგი ბათუმში, კლინიკა „ბაუში“ მკურნალობდა.