არნოლდ შვარცენეგერ მიმართავს მათ, ვინც COVID19-თან დაკავშირებული მითითებების შესრულებაზე უარს ამბობს.
მის YouTube გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ჯერ კიდევ ქაოსშია“, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი არ ატარებს ნიღბებს და არ იცავს სოციალურ დისტანციას.
„თქვენ გაქვთ თავისუფლება, იყოთ რეგვენები. და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შეგიძლიათ, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოთ რეგვენები. ვირუსი აქ არის, კლავს ადამიანებს და ერთადერთი გზა, რომ თავიდან ავიცილოთ ის, ეს არის ვაქცინაცია, ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების მუდმივად დაბანა და არა იმაზე ფიქრი - „აქ ჩემი თავისუფლება ირღვევა ". "გავკარი" თქვენს თავისუფლებას, თავისუფლებას ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ახლავს თან“, - აღნიშნა შვარცნეგერმა.
მან ანტივაქსერებსაც მიმართა.
„მე არ მსურს ვინმეს გაკიცხვა, მაგრამ უბრალოდ მინდოდა ყველასთვის მეთქვა, მოდი ერთად ვიმუშაოთ და შეწყვიტეთ ბრძოლა, რადგან ვირუსი არსებობს და უმჯობესია აცრა და ნიღბის ტარება“, - აღნიშნა მსახიობმა, რომელიც თავად, იანვარში აიცრა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, აშშ-ში 18 და უფროსი ასაკის 61.3%-ია სრულად აცრილი.