რუსეთის 58-ე არმიამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სამხედრო სწავლება დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო სწავლება დაიწყო.

უწყების ცნობით, სამხრეთ სამხედრო ოლქის 58 -ე შერეული არმიის მოტორიზებულმა მსროლელებმა, სწავლების დროს, სხვადასხვა ტიპის ჯართან ერთად, გაანადგურეს წარმოსახვითი მტრის დივერსანტები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მთებში.

"სწავლების აქტიურ ფაზაში, სამხედროებმა გაანადგურეს პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები ძარწემის მთიან და ტყიან რაიონებში T-72BM ტანკების, BMP-საბრძოლო მანქანების, "Гвоздика"-ს თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გამოყენებით. ასევე ავტომატური და ხელის ყუმბარმტყორცნების AGS-17 და RPG-7V-ს გამოყენებით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური და სპეციალური წვრთნების მორიგი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება.

გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ტარდება ასტრახანის, როსტოვის, სტავროპოლისა და ყუბანის რეგიონებში. ასევე ადიღეში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ყირიმში და სომხეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსულ სამხედრო ბაზებზე.