Facebook-მა, "თალიბანისგან" დაცვის მიზნით, ავღანელებისთვის უსაფრთხოების ახალი ფუნქციები დაამატა

კომპანია Facebook-მა "თალიბანისგან" დაცვის მიზნით, სპეციალურად ავღანელი მოსახლეობისთვის უსაფროების ახალი ფუნქციები შემოიღო. რადგან შიშობს, რომ ოპონენტებს შეუძლიათ, გამოიყენონ სოციალური მედია სამიზნეებისა და ოპონენტების თვალყურის დევნისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

პირველი ფუნქცია არის ე.წ. ლოკდაუნის ფუნქცია. მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი დაწკაპუნებით ჩაკეტონ თავიანთი ანგარიში ისე, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მათი Facebook-ის მეგობრები, ვერ შეძლებენ მათი ფოტოების გაზიარებასა და პოსტების ნახვას. ასევე შეუძლებელს ხდის მომხმარებლის ინფორმაციის გადამოწმებას.

კომპანიამ ასევე გააუქმა ქვეყანაში Facebook-ის ანგარიშების, "მეგობრების" სიის ნახვისა და ძიების შესაძლებლობა.

Facebook-ის განცხადებით, ის გააგრძელებს მის პლატფორმებზე "თალიბანის" მიერ განთავსებული კონტენტის აკრძალვას, რადგან მიიჩნევს, რომ ჯგუფი ტერორისტული ორგანიზაციაა.