ნიუ-იორკში საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და თანამშრომლებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო იქნება

ნიუ-იორკში საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და თანამშრომლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, საჯარო სკოლების დაახლოებით, 148 000 თანამშრომელს კოვიდვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის გაკეთება 27 სექტემბრამდე მოუწევს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ღონიძიებები გატარდება ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, იქნება თუ არა ჯარიმა, ან დაწესდება თუ არა გამონაკლისი.

ნიუ იორკის სკოლებში სასწავლო პროცესი 13 სექტემბერს უნდა განახლდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება ასევე ლოს ანჯელესში, ჩიკაგოსა და ვაშინგტონის შტატში.