პენიტენციური სამსახური მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26-27 აგვისტოს 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს", - ნათქვამია ინფორმაციაში.