ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან არაფორმალური შეხვედრის შესახებ Twitter-ზე წერს.
შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს კიევში, ყირიმის პლატფორმის ფარგლებში შეხვდნენ.
შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები ისეთივე საჭიროა, როგორც არასდროს.
„მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია“, - აღნიშნავს მიშელი.
ამავე თემაზე:
კიევში ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს
ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ