ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, კახეთში 5 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

როგორც Europetime-ს უწყებაში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას.