საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში 56 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი თავისივე ბინაში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით, ქართველი მამაკაცი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით,მოკლულს სხეულზე მუშტებით მიყენებული სისხლჩაქცევები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
მკვლელობა გუშინ შუადღისას მოხდა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი პარტნიორის ბინიდან სისხლიანი ხელებით გამოვიდა.
როგორც ირკვევა, ქალი საბერძნეთში 12 წელი ცხოვრობდა და დამლაგებლად მუშაობდა.
პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.