საქართველო-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვაისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე.

"საკოორდინაციო საჭწოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.