თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია

"ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია. კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლები რესურსის მობილიზებას იმ ხარჯზე, რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები. ესეც იძლევა გარკვეული ადამიანური რესურსის კოვიდის მიზნებისთვის გადამისამართების, პროფილის შეცვლის საშუალებას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.